სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ომახიანად უნდა დაბრუნებულიყო... ვურჩევდი ჩრდილში მყოფებსაც, ღია პოლიტიკა აკეთონ - დეკანოიძე

18.05.23 17:17
სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ომახიანად უნდა დაბრუნებულიყო... ვურჩევდი ჩრდილში მყოფებსაც, ღია პოლიტიკა აკეთონ - დეკანოიძე

 პარლამენტის წევრი, ხატია დეკანოიძე თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ბრძოლის ხაზი უნდა აერჩია იმ დღიდან, რაც ის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. 

ოპოზიციის წევრი იმ პირებსაც მიმართავს, ვინც "ჩრდილში იმყოფება" და ურჩევს, რომ "ღია პოლიტიკაში ჩაერთონ". 

თუ დაბრუნდა, აი ასე უნდა ყოფილიყო თავიდანვე, ძალიან სერიოზულად ომახიანად. თავისი პარტიისთვის, როგორც კედელი, ასე უნდა ყოფილიყო თავიდანვე.

მე საერთოდ ვურჩევ იმ ადამიანებსაც, ვისაც მეტ-ნაკლებად ჩრდილში ყოფნა გადაუწყვეტია, რომ ისინიც გამოვიდნენ ღიად და ისინიც ჩაერთონ ღია პოლიტიკაში, პოლიტიკა არის ღია, საჯარო საქმე. ყველას ვგულისხმობ ვისაც უნდა, რომ პოლიტიკაში იყოს და ნაციონალურ მოძრაობასთან იყოს"- აცხადებს დეკანოიძე. 

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ "მოძრაობამ" მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად დაასახელოს.

"ნაციონალური მოძრაობა" მესამე პრეზიდენტთან კონსულტაციებს იწყებს.

ლევან ბეჟაშვილი "პირველებს" უდასტურებს, რომ პარტია პასუხს "ვივა მედის"  პალატიდან ელოდება.