მოსკოვიდან თბილისში "ოცნების" ყოფილი დეპუტატები და მთავარი მომლაპარაკებლები მოფრინავენ
ქართულ-რუსული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ქვეყანა პირველი რუსული ავიახომალდის მისაღებად ემზადება. ცნობილი ხდება მგზავრთა ვინაობაც. მოსკოვიდან თბილისში რუს ტურისტებთან ერთად, "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატები მოფრინავენ, მათ შორის არის თემურ მაისურაძე. ადამიანები, რომლებიც არასამთავრობოების სახელით და სავარაუდოდ, "ოცნების" დავალებით, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუსეთთან.
თემურ მაისურაძე პირდაპირ ამბობს, რომ სწორედ ამ არასამთავრობოების დამსახურებაა, რომ საქართველოსთან ფრენები აღდგა.
"ბოლო შეხვედრა კი იყო ფორმატში სოლიდარობა მშვიდობისთვის, ბოლო სამი შეხვედრა მაგ ფორმატში ჩატარდა. საბოლოო ჯამში დაგვირგვინდა ყველაფერი მაგ ფორმატში. თუმცა მანამდე იყო სხვა ფორმატებიც, ექსპერტები ექსპერტებთან. არავითარი დათმობა საქართველოს მხრიდან არ ყოფილა. ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი გაგრძელდეს, ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნების ჩათვლით. რა თქმა უნდა, მზაობა არის, რომ ახალ ეტაპზე გადავიდნენ საქართველოსთან ურთიერთობების კუთხით. ეს მზაობა რომ არ ყოფილიყო, არც ეს შედგებოდა რაც შედგა. ცხადია, რომ ასეთი მზაობა არსებობს იმიტომ, რომ სხვა ასეთ შემთხვევაში შეუძლებელი იყო, თუნდაც ამ შედეგის მიღწევა."- ამბობს მაისურაძე.
კითხვაზე, ფრენების აღდგენა დაგვიბრუნებს თუ არა ტერიტორიებს, მაისურაძე ამბობს, რომ ან ორივე გამოვა, ან არაფერი.
მომლაპარაკებლებს შორის იყო მსახიობი ლევან ჭიქაშვილიც, რომელიც "პირველებთან" აცხადებს, რომ რუსეთის დუმის წევრების დახმარებით, პუტინთან და ლავროვთან შევიდა წერილი ფრენებთან დაკავშირებით.
"ჩვენი დაყენებულია პირველი საკითხი, ვიზების მოხსნა და თხოვნაც და ასევე ფრენების აღდგენა. მეორე მხარე, ვისთანაც ჩვენ პირდაპირ უშუალოდ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და პირდაპირ გვაქვს კონტაქტი, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან რუსეთის დუმის. სწორედ დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარე არის ბატონი კალაშნიკოვის და მისი მოადგილის თაოსნობით წერილი უკვე პირველ პირებს მიეწოდა, როგორც პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, ასევე ბატონ ლავროვს სწორედ ამ ვიზების და ფრენებთან დაკავშირებით." - ამბობს მსახიობი მერაბ ჭიქაშვილი.
რუსეთთან ფრენების დაწყებამდე ერთი დღე რჩება - ხვალ უკვე მოსკოვიდან განხორციელდება პირველი ოფიციალური ფრენა მოსკოვი- თბილისის მიმართულებით, რომელსაც ავიაკომპანია "აზიმუტი" განახორციელებს.
ფრენა ხვალ დილით 9 საათზე შედეგება და პირველ საათზე რუსული ხომალდი დაეშვება საქართველოს კონტროლიბად ტერიტორიაზე.