ირაკლი კობახიძე: ტერმინი „დეოლიგარქიზაცია“ შეიძლება ამოღებულ იქნას ევროკომისიის რეკომენდაციებიდან

18.05.23 17:55
ირაკლი კობახიძე: ტერმინი „დეოლიგარქიზაცია“  შეიძლება ამოღებულ იქნას ევროკომისიის რეკომენდაციებიდან

ევრორეკომენდაციებიდან დეოლიგარქიზაციის პუნქტი, შესაძლოა, საერთოდ ამოიღონ, რადგან “ევროპელ პარტნიორებს პერსონალური მიდგომა აღარ მოსწონთ - ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ განაცხადა. 

განცხადება კობახიძემ ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

ტერმინი დეოლიგარქიზაცია უკვე ნიშნავს პერსონალურ მიდგომას, საუბარია ადამიანზე, რომელიც ოლიგარქია და აღარ უნდა იყოს. რადგან პერსონალური მიდგომა აღარ მოსწონთ, შეიძლება მთლიანად გადახედონ საკუთარ რეკომენდაციას. ამის საფუძველი არსებობს. პერსონალური მიდგომა, ტერმინი დეოლიგარქიზაცია, თავისუფლად შეიძლება, ამოღებულ იქნას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისიე თქმით, თუ ევროკომისია იტყვის, რომ აღარ მოსწონს პერსონალური მიდგომა და ამოიღებენ ასეთ მიდგომას 12 პუნქტიდან, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება აუცილებელი აღარ იქნება.