შეხვედრა სააკაშვილის საკითხს შეეხებოდა - რაზე ისაუბრეს ელჩებმა რატი ბრეგაძესთან
ელჩებთან შეხვედრა დასრულებულია - რატი ბრეგაძის განცხადებით, უცხოელ დიპლომატებთან განხილვის საგანი სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაცია იყო.
იუსტიციის მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ელჩებს კითხვა არ გააჩნიათ.
რატი ბრეგაძემ ასევე მედიასთან ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ და განაცხადა, რომ, როდესაც ექიმების დასკვნა იქნება, რომ მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელია, აუცილებლად იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
შეხვედრა შეეხებოდა მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას. ბუნებრივია, ვისაუბრეთ მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ბუნებრივია, კითხვა არავის გააჩნია.
კონკრეტულ მოთხოვნაზე რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ ყოფილიყო გადაყვანილი ვარშავაში, ამაზე იყო პასუხი და ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე.
სარჩელს რაც შეეხება, როდესაც დაცვის მხარე წარადგენს სარჩელსდ ა დაცვის ხმარე გამოგვიგზავნის, მერე ვისაუბროთ ამ საკითხზე.
როდესაც იქნება ექიმების დასკვნა, რომ შესაძლებელია, ამ ადამიანის გადაყვანა და ის არის სრულიად განკურნებული, ბუნებრივია, მიღებულ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება". - ამბობს ბრეგაძე