თუ ექიმები დადებენ დასკვნას, რომ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა შესაძლებელია, გადაწყვეტილებას მივიღებთ - ბრეგაძე

18.05.23 18:50
თუ ექიმები დადებენ დასკვნას, რომ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა შესაძლებელია, გადაწყვეტილებას მივიღებთ - ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის  განცხადებით, თუ ექიმები დადებენ დასკვნას, რომ მიხეილ სააკაშვილი სრულიად გამოჯანმრთელდა, მათი მხრიდან მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება და სააკაშვილი გადაყვანილ იქნება ციხეში.

„ჩვენ ვხელმძღვანელობთ ადამიანის უფლებების მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი სტანდარტებით. თუკი ადამიანს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, ის ამ დახმარებას იღებს კერძო კლინიკაში, „ვივამედში“, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანის ციხეში გადაყვანა და ის არის სრულიად განკურნებული, ბუნებრივია მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.