"პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვერავინ ჩადგება" - დეგნანის პასუხი კობახიძის მორიგ იერიშს
მორიგი თავდასხმა კელი დეგნანზე. ამჯერად, "ქართული ოცნება" შეერთებული შტატების საკონსულოს მუშაობას აკრიტიკებს. ბრალდებების ავტორი ირაკლი კობახიძეა. რატომ არ მისცეს ვიზები "მართვეს" მომღერალთა გუნდს? ეს კითხვა აქვს "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ამერიკელ დიპლომატთან. როგორც გაირკვა "მართვეში" კობახიძის შვილიც მღერის და შესაბამისად სხვა 47 მოზარდთან ერთად, არც მას მიეცა ივლისში ამერიკაში გამგზავრების საშუალება.
"მართვეს" ხელმძღვანელი კატეგორიულად გამორიცხავს პოლიტიკურ მოტივებს საკონსულოს გადაწყვეტილებაში, თუმცა მისთვისაც გაუგებარია, რატომ ვერ მიიღებს ანსამბლი მონაწილეობას ამერიკის ფესტივალში. რაც შეეხება კობახიძის ბრალდებებს - მორიგ იერიშს დღეს კელი დეგნანი გამოეხმაურა და პარტიის თავმჯდომარეს განუმარტა, რომ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვერავინ ჩადგება და ვიზების მიღების პროცესში ყველას მოუწევს არსებული წესების დაცვა.
დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.