ენმ მესამე პრეზიდენტის პოლიტიკაში დასაბრუნებლად ემზადება - გახდება თუ არა სააკაშვილი პარტიისთვის მაშველი რგოლი
"ნაციონალური მოძრაობა" ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ემზადება - გახდება თუ არა პარტიის დამფუძნებელი პარტიისთვის მაშველი რგოლი? გავრცელებული ინფორმაციით, თუ თანხმობა იქნება, მესამე პრეზიდენტს 2024 წლის არჩევნებზე პარტია პრემიერობის კანდიდატად წარადგენს. შეთავაზების შინაარსი უკვე გასაჯაროვდა.
უახლოეს დღეებში, კონსულტაციები "ვივა მედის" პალატაში დაიწყება. ამ ამბავს "პირველებს" ლევან ბეჟაშვილი უდასტურებს. დეპუტატი ამბობს,რომ მზად არიან პოლიტიკური მოქმედების შესახებ მითითებები მიხეილ სააკაშვილისგან მიიღონ. მათ შორის, თუ როგორ უნდა იბრძოლონ ქუჩაში მისი გათავისუფლების მიზნით. ახლა ყველაფერი პატიმარი პრეზიდენტის პასუხზეა დამოკიდებული - შეცვლის თუ არა ის ერთი წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, როცა ქართული პოლიტიკიდან სრულად დისტანცირდა.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.