"საქართველომ წესები უნდა დაიცვას" - რა უთხრა ბრეგაძემ დიპლომატებს და რას ამბობენ შეხვედრიდან გამოსული ელჩები

18.05.23 20:17
"საქართველომ წესები უნდა დაიცვას" - რა უთხრა ბრეგაძემ დიპლომატებს და რას ამბობენ შეხვედრიდან გამოსული ელჩები

მთავარი ინტერესია, რომ საქართველომ წესები დაიცვას, როგორც ყველა დანარჩენმა ევროპულმა ქვეყანამ, პატივი სცეს ყველა მოქალაქის უფლებებს - ეს განცხადება გააკეთა საბერძნეთის ელჩმა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. სტრასბურგის შუალედური გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ რატი ბრეგაძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გადაწყვიტა. იუსტიციის მინისტრი ცდილობდა ელჩები დაერწმუნებინა, რომ პატიმარ პრეზიდენტს ყველა აუცილებელ სამედიცინო სერვისზე წვდომა აქვს. 

თუმცა სააკაშვილის მკურნალობას, როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" დიდხანს არ აპირებს. მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ როგორც კი ექიმების შესაბამისი დასკვნა ექნება, პრეზიდენტს ციხეში დააბრუნებენ. იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე დღეს მხოლოდ 6 ქვეყნის ელჩი მივიდა. დანარჩენმა საელჩოებმა ბრეგაძესთან მოადგილეები მიავლინეს. 

რა უთხრა რატი ბრეგაძემ დიპლომატებს და რას ამბობენ შეხვედრიდან გამოსული ელჩები  - ნახეთ, სოფო ნიაურის ჩართვაში.