კობახიძემ აღიარა, რომ ზურაბიშვილის ეშინიათ - დაუბლოკავს თუ არა პრეზიდენტს ბრიუსელში ვიზიტს "ოცნება"
პრეზიდენტს პრემიერი ევროპარლამენტში, სავარაუდოდ, ისევ არ გაუშვებს. მართალია, ბოლო სიტყვა ირაკლი ღარიბაშვილზეა, თუმცა ირაკლი კობახიძემ ყველას სათქმელი დღეს პრაქტიკულად თქვა. "ოცნების" თავმჯდომარემ აღიარა, რომ ზურაბიშვილის ეშინიათ. ახლა საკითხავია რისი ეშინიათ? იმის რომ პრეზიდენტმა ანტირუსული და ანტიპუტინისტური განცხადებები გააკეთოს ევროპარლამენტში, თუ იმის, რასაც კობახიძე ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილის გამოსვლა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე დააზიანებს.
სალომე ზურაბიშვილს გეგმები მთავრობამ თავდაყირა უკვე მეორედ დაუყენა. პირველად პრეზიდენტი აპირბდა, ქალი პოლიტიკოსები მასთნ ერთად ევროპალრმანეტში წაეყვანა. დელეგაციაში უნდა ყოფილიყო ქალი ევროკავშირის დროშით ნანა მალაშხარია, თუმცა ეს ვიზიტი, როგორც მთავარსარდალი ამბობს, ღარიბაშვილმა დაუბლოკა. ახლა მეორე წრეზე წავიდნენ და ისევ იგივე რეალობა დადგა. პოლიტიკურ შინაპატირობაში პრეზიდენტის მოქცევა, ოპოზიციის თქმით, ავტოკრატულ მმართველობზე მიანიშნებს.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.