ვინ ელაპარაკებოდა მოსკოვს ფრენების აღდგენაზე "ოცნების" სახელით - პირველი რეისის საპატიო მგზავრების სია ცნობილია

18.05.23 20:30
ვინ ელაპარაკებოდა მოსკოვს ფრენების აღდგენაზე "ოცნების" სახელით - პირველი რეისის საპატიო მგზავრების სია ცნობილია

ვინ ელაპარაკებოდა მოსკოვს ფრენების აღდგენაზე ქართული ოცნების სახელით. მოსკოვი-თბილისის პირველი რეისის საპატიო მგზავრების სია ცნობილია. "ოცნების" ყოფილი დეპუტატები ამბობენ, რომ თვეების განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს რუს მაღლჩინოსნებთან და კრემლს საქართველოსთან ურთიერთობების დათბობას თხოვდნენ. არასმთავრობო ორგანიზაციის სახელით ჩასული ემისრები დღეს ირწმუნებიან, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა მათი დამსახურებაა. 

თბილისის მიმართულებაზე სრული ანშლაგია. ყველა ბილეთი გაყიდულია და მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ რუსული ავიაკომპანიები ქვეყნის სამივე აეროპორტის ათვისებას გეგმავენ. გადაჭრელდა რუსული პრესა. პროპაგანდისტები ახლა ცდილობენ შექმნან ილუზია, რომ საქართველოში რუსებს თითქოს განსაკუთრებული სიხარულით ელოდებიან. 

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.