"არცერთი "ნაცი" არცერთ უწყებაში" - "ოცნებამ" დღეს პარლამენტში კენჭისყრები ჩააგდო

18.05.23 20:46
"არცერთი "ნაცი" არცერთ უწყებაში" - "ოცნებამ" დღეს პარლამენტში კენჭისყრები ჩააგდო

არცერთი "ნაცი" არც ერთ უწყებაში - ამ დევიზით "ქართულმა ოცნებამ" დღეს პარლამენტში კენჭისყრები ჩააგდო და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრების არჩევა ორი კვირით გადადო. საბჭოში კლანს საკმარისი ხმები უკვე აქვს, ამიტომ ხელისუფლებას არსად ეჩქარება. "ოცნება", ოპოზიციას მოლაპარაკებებს სთავაზობს, თუმცა ერთი პირობით - იუსტიცის საბჭოში ის კანდიდატები ვერ მოხვდებიან, ვისაც "ნაციონალური მოძრაობა" ლობირებს. 

კენჭისყრის გადადების მიზეზი კი სავარაუდოდ, ის ხუთეული გახდა, რომელმაც დღეს "ოცნების" კანდიდატების მხადაჭერა ვეღარ გარისკა. ამიტომ მმართველმა გუნდმა ორკვირიანი ტაიმაუტი აიღო. ოპოზიციაში კი დიდი აურზაურია. რის სანაცვლოდ გაყიდეს ხმები უკვე ყოფილმა თანამებრძოლებმა - ეს კითხვაა ყველაზე აქტუალური ბოლო 24 საათის განმავლობაში. ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ ხუთივე დეპუტატი, რომლებმაც "ოცნების" კანდიდატებს მისცეს ხმა, ხელისუფლებას გაურიგდა.

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.