გამოიყენა თუ არა პოლიციამ მარტის აქციებზე პროპორციული ძალა - შს მინისტრს პარლამენტში ელოდებიან

19.05.23 10:05
გამოიყენა თუ არა პოლიციამ მარტის აქციებზე პროპორციული ძალა - შს მინისტრს პარლამენტში ელოდებიან

ვახტანგ გომელაურს დღეს პარლამენტში ელოდებიან. შინაგან საქმეთა მინისტრთან ოპოზიციას კითხვები რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის დარბევაზე აქვს. ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, რამდენად პროპორციული იყო ის ძალა, რომელიც შს მინისტრმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ რუსთაველზე გამოიყენა. გარდა ამისა, დეპუტატები ითხოვენ ახსნა განმარტებას, რატომ დაშალეს ხალხი ქალაქის ცენტრში წყლის ჭავლით და წიწაკის სპრეით.

საპოლიციო სისტემა გამოიყენება ხელისუფლების მხრიდან საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად და საკუთარი უსაფრთოების დაცვაზე მზრუნველი სისტემა არ არის სისტემა, რომელიც კანონის უზენაესობით და ადამიანის უფლებების სტანდარტით იცავს საზოგადოებრივ წესრიგს. ამის დარღვევის არაერთი მაგალითი ვნახეთ, როცა იყო დემონსტრანტების უსაფუძვლოდ დაკავება, ფიზიკური ძალადობა მათზე, მშვიდობიანი დემონტრანტების წინააღმეგ ძალის გამოყენება, - ამბობს „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი. 

გომელაურს პარლამენტში დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.