ქართველი ხალხის შეშფოთების კარგად მესმის - დეგნანი რუსეთიდან ფრენებზე
აშშ-ს ელჩი საქართველოში მოსკოვიდან საქართველოში პირველი ავიარესის გახორციელებას ეხმიანება. კელი დეგნანი ამბობს, რომ ქართცველი ხალხის აღშფოთების კარგად ესმის, რადგან ფრენების აღდგენა უფრო მეტად რუსეთის მოქალაქეებს აწყობთ. დიპლომატის თქმით, ქართველ ხალხს კარგად ესმის, რომ ფაქტი ქვეყანას ძვირად დაუჯდება.
ძალიან კარგად მესმის, თუ რატომ არის ქართველი ხალხი შეშფოთებული ამ ფრენების გამო. ეს გააწყვეტილება უფრო სასარგებლო იქნება რუსეთის მოქალაქეებისთვის. ქართველი ხალხი მესმის, რადგან ფირქრობენ, რომ საქართელოს ეს ძვირად დაუჯდება. რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და აგრძელებს მოქალაქეების გატაცებას, ამიტომ ჩემთვის გასაგებია ქართველი ხალხის შეშფოთება, - თქვა დეგნანმა.
რუსულ ავიახომალდებს დღეს პროტესტით დახვდებიან. ოკუპანტების მიერ ენგურის ხიდთან გიგა ოთხოზორიას მკველობის დღეს მოსკოვიდან თბილისში პირველი ავიარეისი შესრულდება. ვნუკოვოს აეროპორტში მგზავრების რეგისტრაცია უკვე დასრულდა და ავიაკოამპანია "აზიმუტის" თვითმფრინავი თბილისის მიმართულებით ცოტა ხანში გამოფრინებდა.
თბილისში რეისს აქციით დახვდებიან. ხალხი პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება და აეროპორტში მსხველობით წავა.