პრობლემაა სენი, რომელსაც მიტაცებული სახელმწიფო ჰქვია - ნიკა მელია რუსეთიდან ფრენებზე

19.05.23 11:16
პრობლემაა სენი, რომელსაც მიტაცებული სახელმწიფო ჰქვია - ნიკა მელია რუსეთიდან ფრენებზე

აეროპორტში დაგეგმილ პროტესტს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე მიესალმება. საუბარია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რუსული ავიახომალდის ჩამოფრენაზე, რომელსაც მოქალაქეები პროტესტისთ დახვდებიან.

ნიკა მელია ასევე ამბობს, რომ მნიშნელოვანია იმ სენის მოშორება, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება ჰქვია, 

სანამ ავტოკრატიული რეჟიმი არსებობს და მერეც, ყოველთვის მისასალმებელია ნებისმიერი ტპის დემონსტრაცია, მანიფესტაცია, აქცია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს დეზორიენტაცია, არ მოხდეს მხოლოდ დიდი აქცენტის სიმპტომებზე გაკეთებისა, არ დაგვავიწყდეს, რომ პრობლემა არის სენი და პრობლემა არის დაავადება, რომელსაც ჰქვია მიტაცებული სახელმწიფო. სანამ ჩვენ გენერალურ პრობლემას ივანიშვილის ხელისუფლების სახით არ გადავჭრით, მანამ ივანიშვილი ყოველთვის შემოგვთავაზებს ჩვენ სხვა დასხვა ტიპის მძიმე სახელმწიფოებრივ პრობლემებს, - ამბობს მელია.
 

რუსულ ავიახომალდებს დღეს პროტესტით დახვდებიან. ოკუპანტების მიერ ენგურის ხიდთან გიგა ოთხოზორიას მკველობის დღეს მოსკოვიდან თბილისში პირველი ავიარეისი შესრულდება.  ვნუკოვოს აეროპორტში მგზავრების რეგისტრაცია უკვე დასრულდა და ავიაკოამპანია "აზიმუტის" თვითმფრინავი თბილისის მიმართულებით ცოტა ხანში გამოფრინებდა.

თბილისში რეისს აქციით დახვდებიან. ხალხი პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება და აეროპორტში მსხველობით წავა.