"ზურაბიშვილს დაუკმაყოფილდება განცხადება" - პრემიერი ამბობს, რომ პრეზიდენტს ევროპარლამენტში უშვებს

19.05.23 11:20
"ზურაბიშვილს დაუკმაყოფილდება განცხადება" - პრემიერი ამბობს, რომ პრეზიდენტს ევროპარლამენტში უშვებს

პრემიერი ამბობს, რომ პრეზიდენტს ევროპარლამენტში უშვებს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის არც წინა ვიზიტი დაუბლოკავს მთავრობას.

"ძალიან უხერხულია ამ თემებზე საუბარი. ტექნიკური საკითხია, რომელსაც წყვეტენ ადმინისტრაციები ერთმანეთთან. ამის საჯაროდ გამოტანა არასერიოზული და უადგილოა. არ იმსახურებს ამხელა ყურადღებას. ქალბატონ სალომეს, რა თქმა უნდა, დაუკმაყოფილდება მისი განაცხადი, რომელიც შემოიტანა. თქვა, რომ ევროპარლამენტში ჰქონდა მანამდე დაგეგმილი ვიზიტი, ელოდებოდნენ, არ წავიდა და ჩვენ დაგვაბრალა. ამის თაობაზე გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ თანხმობა გაცემული გვქონდა. ეს ყურადღების გადატანის მცდელობაა. არაფერი ხდება საერთოდ. ჩვენ ვმუშაობთ და მთავარი არის ის ძირითადი საქმეები, რასაც ვახორციელებთ"- განცხადება ამ წუთებში, ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ცნობისთვის, პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს გეგმავს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობისგან თანხმობას ელოდება.