ხოშტარიას რუსეთიდან კონვერტით ფული უნდა ჩამოუტანონ, ამიტომ ხვდება თვითმფრინავს - სამხარაძე
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თბილისის აეროპორტში "დროას" მიერ დაორგანიზებულ პროტესტს ეხმიანება და ამბობს, რომ ელენე ხოშტარია რუსეთიდან კონვერტით ფულს ელოდება, რასაც აქციით ნიღბავს.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, რუსეთიდან მოქალაქეები საქართელოში ისედაც მოფრინავდნენ და პირდაპირი ფრენების აღდგენით, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა.
ელენე ხოშტარიამ ალბათ ახალი გზა იპოვა, რუსეთიდან ფული როგორ უნდა მიიღოს და შეიძლება თვითმფრინავს ამიტომ ხვდება, რომ კონვერტით ფული უნდა ჩამოუტანონ. გადარიცხვები იცით, რომ შეწყვეტილია რუსეთ-საქართელოს შორის და მემგონი, ეს ახალი გზა არის ახლა და ცდილობს, რომ შენიღბოს ანტირუსულ კამპანიად. გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რომ ისედაც ვიცოდით, რომ ხორციელდებოდა ხან ერევნის გავლით, ხან ბაქოს გავლით და ხან სტამბული გავლით... ისედაც ჩამოდიოდნენ რუსეთიდან როგორც საქართელოს მოქალაქეები,ა სევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები მოსკოვიდან თუ სხვა ქალაქებიდან. ამიტომ, აქ რელაურად აქ შედეგი არ იცვლება. სიმბოლური ხასიათი აქვს ამ ყველაფრეს. მესმის, რომ ჩვენი ერვოპელი პარტნიორები წუხან ამ სიმბოლური დატვირთის გამო, თუმცა მეორე მხარეს დგას ბევრად უფრო დიდი საფრთხე, - ამბობს სამხარაძე.
რუსულ ავიახომალდებს დღეს პროტესტით დახვდებიან. ოკუპანტების მიერ ენგურის ხიდთან გიგა ოთხოზორიას მკველობის დღეს მოსკოვიდან თბილისში პირველი ავიარეისი შესრულდება. ვნუკოვოს აეროპორტში მგზავრების რეგისტრაცია უკვე დასრულდა და ავიაკოამპანია "აზიმუტის" თვითმფრინავი თბილისის მიმართულებით ცოტა ხანში გამოფრინებდა.
თბილისში რეისს აქციით დახვდებიან.ხალხი პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება და აეროპორტში მსხველობით წავა. ისინი ადგილზე საპროტესო ბანერებით, საყვირებით და საქართელოს დროშებით მივლენ.