შეიქმნება თუ არა ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისია? - საკითხი კენჭისყრაზე დღეს გავა
შეიქმნება თუ არა ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისია პარლამენტში? საკითხი კენჭისყრაზეე დღეს უნდა გავიდეს. ოპოზიცია სხდომათა დარბაზში სრულ მობილიზებას აცხადებს. საკითხს განსახილველად გიორგი გახარიას საპარლამენტი გუნდის წევრები რამენიმე წუტში გაიტანენ.
დღეს ვნახავთ, აბა, რას ზამს, „ქართული ოცნება“ რა ხრიკს მოიფიქრებს კიდევ იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისია კენჭისყრაზე არ დადგეს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, - ამბობს ანი წითლიძე.
კობახიძის გუნდი კი, ფაქტობივადდ, ახალ დემარშს აანონსებს. "ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ კომისიის შექმნა პარლამენტში პროკურატურისთვის ხელის შემშლელი იქნება.
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა არის პირდაპირი ხელის შეშლა ქართველი, გერმანელი, ესპანელი და ა.შ. ევროპელი სამართლდამცველებისთვის, იმიტომ, რომ აქ შეიძლება გაჟღერდეს ისეთი რაღაცა, რომელიც არ უნდა იყოს საჯარო გამოზიებოს ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტმო, ვისაც აქვს მართლა ინტერესი, რომ საქმე იქნეს ბოლომდე გამოძებული, უნდა დაელოდოს ქართველი და ევროპელი პროკურორების და გამომძიებლების გამოძიებას. თუ ეს გამოძება ვერაფერს დაადგენს, მაშინ ჩენ თვითონ დავუჭერთ მხარს საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში, - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.