100 ევროდ გადაადგილდებით ევროპაში, ეს ივანიშვილის და "ოცნების" დამსახურება - ღარიბაშვილი

19.05.23 12:00
100 ევროდ გადაადგილდებით ევროპაში, ეს ივანიშვილის და "ოცნების" დამსახურება - ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის დრევანდელ ხელისუფლებაზე ემტი არავის არაფერი გაუკეთებია.

პრემიერი ამბობს, რომ ევროპაში 100 ევროდ ფრენა პირადად ბიძინა ივანიშვილის და "ოცნების" დამსახურებაა.

"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს. მეორე მიმართულება არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია. რაშიც ჩვენს ხელისუფლებაზე მეტი არავის არაფერი არ გაუკეთებია ბოლო 30 წლის განმავლობაში, არავის, თუ ვინმემ რაიმე შედეგი მოიტანა, ეს მოიტანა ქართულმა ოცნებამ მეგობრებო. ასოცირება, უვიზო რეჟიმი თქვენ, რომ გადაადგილდებით 100 ევროდ თავისუფლად ევროპაში, ეს ჩვენი დამსახურებაა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის, ქართული ოცნების დამსახურება. არაფერს არ შეექმნება საფრთხე, ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, ყველა ნაბიჯს ვდგამთ სწორადა".- ამბობს პრემიერი.