აშშ-ს ვიზის მისაღებად განაცხადი საკმარისი დროით ადრე უნდა გაკეთდეს - დეგნანი
აშშ-ს ელჩის საქართველოში კელი დეგნანი ამერკის ვიზის მიღების პროცედურას კიევ ერთხელ განმარტავს და ამბობს, რომ განაცხადი საკონსულოში გარკვეული დროით ადრე უნნდა იქნეს შეტანილი.
დიპლომატს აღნიშნულ საკითხზე განმარტებების გაკეთება არაერთგზის მას შემდეგ მოუწია, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ანსამბლ "მართვეს" წევრებს საკონსულომ უარი უთხრა. სწორედ ამ ანსამბლში მღერის კობახიძის შვილი, რომელიც აშშ-ში არ გაუშვეს.
აშშ-ის ვიზის მისაღებად განაცხადი უნდა იქნას შეტანილი და ეს პროცესი ნათლად არის მოცემული ვებგვერდზე და ათასობით ქართველს მიუღია ვიზა ამ პროცესის დაცვით. ამას შეიძლება დრო სჭირდებოდეს და ამიტომ ყველამ წინასწარ, საკმარისი დროით ადრე უნდა გააკეთოს განაცხადი, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი ხალხი გვყავს და იძულებულები ვართ, რომ თანმიმდევრულობა დავიცვათ. როგორც უკვე ვთქვი, ამერიკაში იმყოფებიან ქართველი მოცეკვავეები, რომლებიც ტურნეს მართავენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე მოცეკვავეებისა და მომღერლების კიდევე ერთი ჯგუფი კონგრესის ბიბლიოთეკაში გამოვა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. ყველამ, ვისაც ვიზის მიღება უნდა, წინასწარ უნდა შეიტანოს განაცხადი. ვიზას ვერ მიიღებ, თუ განაცხადი არ შეიტანე საკმარისი დროით ადრე. მე ვერ ვისაუბრებ კონკრეტულ ფაქტებზე, რადგან ყველა ადამიანის პირადი ინფორმაცია უნდა იყოს დაცული, - ამბობს დეგნანი.