მოვუწოდებთ "ოცნებას", თუ არაფერი აქვთ დასამალი, მხარი დაუჭირონ ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შემქნას - გახარიას გუნდი

19.05.23 12:13
მოვუწოდებთ "ოცნებას", თუ არაფერი აქვთ დასამალი, მხარი დაუჭირონ ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შემქნას - გახარიას გუნდი

გიორგი გახარიას გუნდი ხელისუფლებას მოუწოდებს, თუ დასამალი არაფერი აქვთ, ხმარი დაუჭირონ ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შემქნას.

პარტია "საქართველოსთვის" წევრები საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აცხადებენ, რომ უმძიმესი საერთაშორისო დანაშაული, მიმდინარე გამოძიების ფონზეც კი, სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას.

გახარიას გუნდის თქმით, კომისიამ უნდა დაადგინოს, ვისი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ გამოძიების დაწყებიდან 3 წლის შემდეგაც დანაშაული გრძელდება.

მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, მოვახერხეთ და დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში შეტანილია ტრანსნაციონალურ დანაშულებზე  - ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. 

მოგეხსენებათ, ეს უმძიმესი საერთაშორისო დანაშაული, მიმდინარე გამოძიების ფონზეც კი, სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას, განსაკუთრებით აზიანებს ქვეყანას - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინ.

ჩვენ ყველა ოპოზიციური პარტიის ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფებისგან, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატებისგან გვაქვს სიტყვიერი დაპირება, რომ სხდომას დაესწრება და მხარს დაუჭერს კომისიის შექმნას. მოვუწოდებთ მათ, რომ ეს დაპირება შეასრულონ!

ასევე  მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, თუ მათ არაფერი აქვთ დასამალი, თუ როგორც ისინი ამბობენ -  ეფექტურად მუშაობენ ამ დანაშაულის წინააღმდეგ, თუ მათ მიზანმიმართლად არ სურთ გადამალონ ნაძარცვი ფული, და შესწევთ უნარი, დააყენონ სახელმწიფო ინტერესები პარტიულზე, პირადზე მაღლა - მხარი დაუჭირონ კომისიის შემქნას - ესეც გამოჩნდება.

კომისიამ უნდა დაადგინოს, ვისი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ გამოძიების დაწყებიდან 3 წლის შემდეგაც დანაშაული გრძელდება; არის თუ არა სისტემური ხარვეზები მსგავსი საერთაშორისო, ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიებისას -  რატომ ვერ იმუშავა ვერც სუსმა, პროკურატურამ, შსს. 
ამიტომ, ნათელი უნდა გახდეს, ვინ ვის ეფარებოდა და იყო თუ არა ეს ნაძარცვი ფული, მათ შორის, პოლიტიკური მიზნებით გამოყენებული, მაგალითად 2021 არჩევნებისთვის". - განაცხადეს ერთობლივ ბრიფინგზე.