როგორ შეიძლება სასამართლო თავისუფალი იყოს - ოპოზიოცია მესამე სექტორთან და მოსამართლეებთან ერთად მსჯელობს

19.05.23 12:47
როგორ შეიძლება სასამართლო თავისუფალი იყოს - ოპოზიოცია მესამე სექტორთან და მოსამართლეებთან ერთად მსჯელობს

როგორ შეიძლება სასამართლო თავისუფალი იყოს - ოპოზიოცია მესამე სექტორთან და მოსამართლეებთან ერთად მსჯელობს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ოპოზიციონერი დეპუტატების დახმარებით, "ოცნებამ" კლანი კიდევ უფრო გააძლიერა, რაც მესამე სექტორისთვის სიგნალი აღმოჩნდა.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აუცილებელია სასამართლოს სისტემაში გატარდეს ძირეული რეფორმები იმისათვის, რომ კლანი დასუსტდეს და მათ გავლენები კიდევ უფრო მეტად არ გაიძლიერონ. 

"მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები შედიოდა კანონმდებლობაში, საბოლოოდ ის ფუნდამენტური შედეგი, რომელიც აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიისთვის და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის არ იქნა მიღწეული სამწუხაროდ და გვაქვს პრობლემები, როგორც უკვე ვთქვი სასამართლო სისტემის ინსტიტუციური და ინდივიდუალური მისამართით დამოუკიდებლობის კუთხით. მე ვფიქრობ, რომ როგორც მინიმუმ უნდა შესრულდეს ვენეციის კომისიის შეფასებები და რეკომენდაციები, რომლებიც ეხება საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონს, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი ის, რომ მთლიანად იქნეს გათვალისწინებული ვენეციის კომისიის მოსაზრებები" - ამბობს არასამთავრობო სექტორის "სასამართლოს გუშაგის" დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი.