"დღეს ჩემი შვილის მვლელობის დღეა და პირველად ჩამოვაფრენთ რუსეთის თვითმფრინავს, უხერხულობას უნდა უქმნიდეთ" - ოთხოზორიას დედა
გიგა ოთხოზორიას მკვლელობის დღეს, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა განაახლა.
ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია ამბობს, რომ ეს ფაქტი მთავრობას უხერხულობას უნდა უქმნიდეს.
ჭანტურია თქმით, იმედის ნაპერწკალიც კი გაუქრა და უკვე აღარ სჯერა, დაიჭერენ თუ არა მისი შვილის მკვლელს.
ამ 7 წლის განმავლობაში იმედით ვცოცხლობ. დღეს კიდევ ჩემი შვილის მკვლელობის წინ წამოწევა მერიდება. მე ვერანიაირ სამართალს ვერ ვხდევად და ახლა რატომღაც მგონია რომ უფრო გაჭირდება სამართლის პოვნა და მიღწევა.
დღეს ჩემს შვილთან ერთად დავტირი ყველა ახალგაზრდას რომელიც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა, გმირები გახდნენ და ამდროს ცოტა გასაკვირია რომ რუსებს ზარზეიმით დავხვდეთ.ჩემს შვილს ნამდვილად უყვარდა სამშობლო და დღეს პირველად ჩამოვაფრენთ რუსეთის თვითმფრინავს, რომელსაც ალბათ დელეგაციაც ჩამოყვება, ჩვენები დახვდებიან. რატომღაც მგონია ცოტა უხერხულობას უნდა უქმნიდეთ. არა იმიტომ რომმ ჩემი შვილი დღეს მოკვდა, ზოგადად. ვინც დადებითად ჩავთვლით რომ ეს მოვლენა კარგია - უხერხულობის მომენტი უნდა ჰქონდეთ ყოველ შემთხვევაში. თუ არ აქვთ უნდა ჰქონდეთ. იქნებ რაღაც მოხდეს რომ პასუხი გაეცეს ჩემი შვილის მკვლელობას და ათასობით ქართველი ბიჭის მკვლელებს, მაგრამ როგორც ხედავთ დღეები მიდის. იმედის ნაპერწკალი ცოტათი გამიქრა. ყველამ კარგად იცის, რატომაც შეიძლება გამქრობოდა იმედი ჩემი შვილის მკვლელი რომ დაეჭირათ. ჩემი შვილის საფლავზე მისი მკვლელიც რომ მოვიდეს და პატიება მთხოვოს შეიძლება მასაც ვაპატიო. გუშინ მთავრობის წევრები იყვნენ მომისამძიმრეს, იმედი მომცეს. არვიცი ვნახოთ". - ამბობს ჯულიეტა ჭანტური.
7 წელი გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან. ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ოკუპანტების მსხვერპლი, სოფელ ხურჩაში გახდა. 2016 წლის 19 მაისს. ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრემ, ოთხოზორიას, დამიზნებით ესროლა და ადგილზე მოკლა. 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის ზუგდიდის სასამართლომ, რაშიდ კანჯიოღლს დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. თუმცა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მკვლელი არავის დაუსჯია. ოთხოზორიას ოჯახმა გამოიარა უმძიმესი შვიდი წელი. ზუგდიდში, ოთხოზორიას საფლავზე დილიდან ოჯახის წევრები გავიდნენ.