ოპოზიციის თავდასხმა BBC-ზე კომიკურია - თალაკვაძე

19.05.23 13:00
ოპოზიციის თავდასხმა BBC-ზე კომიკურია - თალაკვაძე

რადიკალური ოპოზიციის თავდასხმა BBC-ზე კომიკურია - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე დავით კეზერაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მან საჩივარი შეიტანა " BBC-ის წინააღმდეგ.

თალაკვაძე აცხადებს, ოპოზიციას იმიტომ სურს ქოლ-ცენტრების საკითხზე საგამოძებო კომისიის შექმნა, რომ დავით კეზერაშვილიდან ყურადღება სხვებზე გადაიტანოს.

„მათი ბიოგრაფია ყოველთვის გვახსენდება, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებენ. დღესაც, ოპოზიციაში ყოფნისას, თავს ესხმიან მედიას, ცდილობენ არალეგალური ფულით დააფინანსონ და კონტროლი მოიპოვონ მედიაზე, ამოეფარონ ჟურნალისტებს და უკვე ვხედავთ, რომ კომიკური თავდასხმებია BBC-ზე მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სიმართლე დაანახეს საზოგადოებამ. ეს მცდელობები საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა, თავდასხმა საერთაშორისო მედიაზე, ტყუილები რომ ტელევიზიას გადაუფორმებენ თანამშრომლებს, ემსახურება იმას, რომ კეზერაშვილიდან ყურადღება გადაიტანონ”, - განაცხადა თალაკვაძემ.