ფრენების აღგენას მნიშვნელოვანი გაგრძელება ექნება - დიმიტრი ლორთქიფანიძე
რუსული თვითმფრინავით ჩამოფრენილი დიმიტრი ლორქიფანიძე, რომელიც ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ამტკიცებს, რომ მის მიზანს საქარველოს ტერიტორიული მთიანობის აღდგენა წარმოადგენს.
ამასთან, ლორთქიფანიძე ღიად ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენებსი აღგენას მნიშვნელოვანი გაგრძელება ექნება.
საქართველოში ფუნქციონირებს დაახლოებით 116 ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება სოროსის ფონდისგან. მე ვარ ერთი ქართული რუსული საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც 6 წლეია თვქენს თვალწინ ფუნქციონირებს. არასროს თქვენ არ გაგჩენიათ სურვილი, რომ პირდაპირ ეთერში მოგეწვიეთ და ჩვენ გვესაუბრა იმ მიზნებზე და ამოცანებზე... მე გეკითხებით, ქართული დემორკატიისთვის არის თუ არა გამოწვევა ერთი ქართული საზოგადოებრივი ცენტრი? ამას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი, სერიოზული გაგრძელება, რომელსაც საექსპერტო დონეზე მოგახსენებთ, თუკი დაინტერესდებით, მოგვიწვიეთ პირდაპირ ეთერში, - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
კითხვას, არის თუ არა პუტინი სამხედრო დამნაშავე, დიმიტრი ლორთქიფანიძე არ პასუხობს.