პოლიტიკოსის საქმეა დაალაგოს ურთიერთობები - მოსკოვიდან ჩამოსული მაისურაძე პუტინს სამხედრო დამნაშვეს არ უწოდებს

19.05.23 14:33
პოლიტიკოსის საქმეა დაალაგოს ურთიერთობები - მოსკოვიდან ჩამოსული მაისურაძე პუტინს სამხედრო დამნაშვეს არ უწოდებს

თბილისში რუსეთიდან პირველი რეისით ჩამოფრენილი თემურ მაისურაძე ოკუპანტ სახელმწიფოსთან ურთიერთობის დალაგებაზე ალაპარაკდა.

მაისურაძე პირდაპირ ამბობს, რომ ნებისმიერი ჩაკეტილობა და მოლაპარაკებაზე უარის თქმა, არაპოლიტიკური ნაბიჯია.

მაისურაძე "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ ევროპარლამენტარებს პატივს არ სცემს და მისთვის ისინი ავტორიტეტები არ არიან. 

მან პუტინი სამხედრო დამნაშავედ არ მოიხსენია და თქვა, რომ რუსეთი თავის ინტერესებს იცავდა, როცა საქართველოს თავს ესხმოდა.

"არავინ არავის არ სცილდება, დაახლოებას პასუხობენ ისე, როგორც რუსეთმა უპასუხა საქართველოს, თუ შეერთებულ შტატებს სურს დაახლოება, შეუძლია სავიზო რეჟიმი გააუქმოს და თავისუფალი მიმოსვლა გააკეთოს, არავინ არ უშლის ამაში ხელს. ნებისმიერი ჩაკეტილობა, ნებისმიერ მოლაპარაკებაზე უარის თქმა არის არაპოლიტიკური. პოლიტიკოსის საქმე არის დაალაგოს ურთიერთობები და არა არიოს. რომელი მაღალჩინოსნები გვარები მითხარით? შარლ მიშელი, ურსულა და ეგენი ჩემთვის ავტორიტეტები არ არიან. ეგენი არიან დაახლოებით ისეთივე ლიბერალური კლანის წარმომადგენლები, როგორიც იყვნენ საქართველოში. ეგეთ ადამიანებს პატივს არ ვცემთ.

პუტინი ამ შემთხვევაში არის სუბიექტი, რომელიც იცავს ეგზისტენციალურ სახელმწიფოების უსაფრთხოების საკითხს, რადგან ყველამ იცის, რომ 97 წლის ნატოს მოახლოების საკითხი პუტინმა არაერთხელ გააპროტესტა, შესაბამისად თუ არავინ არ ითვალისწინებს მის უსაფრთხოებას, არც ის არ გაითვალისწინებს არცერთ ქვეყნის უსაფრთხოებას. აზერბაიჯანი არ არის ოკუპანტი? რომელიც ახლა მიწას მედავება? სასომხეთი არ არის ოკუპანტი? თურქეთი? ჩემთვის ვისზეც თქვენ ლაპარაკობთ და ყველა აქ ფაქტიურად გამოდის, რომ ოკუპანტია. მე ყოველთვის მაღალი ღირებულები მქონდა და არა უბრალოდ ლიბერალური ან პირადი სუბიექტური, როდესაც ეგზისტენციალურ სახელმწიფოს, საერთაშორისო მასშტაბში განიხილება თუ შენ ხარ უჯრა თუ მოთამაშე" - ამბობს თემურ მაისურაძე.