ვფიქრობთ, ფრენების განახლების შემდგომი ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება - გავრილოვი

19.05.23 14:31
ვფიქრობთ, ფრენების განახლების შემდგომი ნაბიჯი  დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება - გავრილოვი

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსეთიდან პირაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას არ გამორიცხავს. 

ვფიქრობთ, რომ ფრენების განახლების შემდგომი ნაბიჯი იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთსა და საქართველოში შორის, ელჩების გაცვლა”, - ამბობს გავრილოვი. 

გავრილოვი საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მიმართ თვაშეკავებულ პოზიციას უწონებს  და ამბობს, რომ რუსებსა და ქართველებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. 

ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობაზე მიუთითებს საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხზე და დემოკრატიული პრინციპების დაცვა. ჩვენს ხალხებს შორის მჭიდრო კავშირია, გვაქვს საერთო სულიერი და მორალური ღირებულებები, კულტურა", -ამბობს სერგეი გავრილოვი.