საქართველოს ჩუმი ანექსია მიმდინარეობს, გამოფხიზლების დროა! - მამუკა ხაზარაძე
მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია - "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოს გამოღვიძებისკენ მოუწოდებს.
ოპოზიციონერი ლიდერი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს,რ ადგან მისი თქმით, თუ ასე გაგრძელდა, საქართველო მალე ქართველების გარეშე დარჩება.
"გაიღვიძე საქართველო! გამოფხიზლების დროა! მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია - ანექსია მარტო ტანკი არ არის. სასწრაფოდ დაუწესდეს რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი! ასე თუ გაგრძელდა, მივიღებთ საქართველოს ქართველების გარეშე!" - ამბობს ხაზარაძე.