პოლიციელზე კვერცხის სროლა და გინება დანაშაული არ არის?! - ვაჟა სირაძე დაკავებულებზე

19.05.23 14:57
პოლიციელზე კვერცხის სროლა და გინება დანაშაული არ არის?! - ვაჟა სირაძე დაკავებულებზე

რატომ აკავებენ პროტესტის გამო აქციის  მონაწილეებს - საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ პოლიციელზე კვერცხის სროლა და გინება დანაშაულია.

„თქვენ რა იცით, რომ არ დაუშავებიათ?! პოლიციელზე კვერცხის სროლა დანაშაული არ არის? გინება არ არის დანაშაული? დანამდვილებით იძახი, რომ არაფერი დაუშავებია?!- აღნიშნა სირაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, სირაძემ აღნიშნა: „დიახ“.

თბილისის აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანია „აზიმუტმა” შეასრულა.