ვნახოთ, ჩამოვყალიბდებით - ვალერი კვარაცხელია რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლაზე

19.05.23 15:20
ვნახოთ, ჩამოვყალიბდებით - ვალერი კვარაცხელია რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლაზე

აღდგება თუ არა სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთთან - რუსი პროპაგანდისტი ვალერი კვარაცხელია, რომელიც რუსეტი-თბილისის პირველ რეისს ჩამოჰყვა, ამბობს, რომ ამ საკითხზე ჩამოყალიბდებიან.

სარკინიგზო მიმოსვლას ჯერ არ ვიცით, ვნახოთ, ჩამოვყალიბდებით, ეს იყო პირველი ეტაპი, რაც ეხებოდა სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას" - ვალერი კვარაცხელია.

კვარაცხელია აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების დათბობა საქართველოს ეკონომიკურად წაადგება.

"ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებაზე ჩამოყალიბებული ურთიერთობები და ეს მიგვიყვანს ერთის მხრივ ეკონომიკურ გაჯანსაღებაზე, მეორეს მხრივ ტერიტორიულ გამთლიანებამდე, მესამეს მხრივ ყველა იმ პრობლემის მოგვარებამდე, რაც აქამდე იყო ორ ქვეყანას შორის".- თქვა კვარაცხელიამ.