არ გეტყვით, რომ ოთხოზორიას პატივი მივაგოთ, ეს სიყალბე ქნება, რადგან თბილისში რუსული თვითმფრინავი დაფრინდა - ნაცვლიშვილი

19.05.23 15:31
არ გეტყვით, რომ ოთხოზორიას პატივი მივაგოთ, ეს სიყალბე ქნება, რადგან თბილისში რუსული თვითმფრინავი დაფრინდა - ნაცვლიშვილი

"ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გიგა ოთხოზირია გაიხსენა, რომლის მკვლელობიდან დღეს 7 წელი გავიდა და თქვა, რომ სიყალბე იქნება მისთვის პატივის მიგება სთხოვოს "ოცნებას" მაშინ, როდესაც თბილისის აეროპორტში რუსული თვითმფრინავი დაფრინდა

"7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმმა მოკლა ჩვენი თანამემამულე გიგა ოთხოზორია და მისი მკვლელები დღემდე დასჯილები არ არიან. ლოგიკური და სახელმწიფოებრივი იქნებოდა, რომ დღეს წუთიერი დუმილით გაგვეხსენებინა ეს დღე, მაგრამ არ გეტყვით, რომ ახლა მივაგოთ პატივი იმიტომ, რომ ეს იქნება უდიდესი სიყალბე, როდესაც ამ წუთებში, თბილისში პირაპირი რეისით დაფრინდა რუსული თვითმფრინავი" - თქვა ანა ნაცვლიშვილი.