ჩვენ ხელგაშლილი ვეგებებით რუსეთის ეკონომიკურ ანექსიას საქართველოში - დეკანოძე
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთი-თბილისის პირველი რეისის ჩამოფრენას უმძიმეს ფაქტს უწოდებს ხატია დეკანოიძე.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთთან ურთიერთობას წყვეტს, ჩვენ ხელგაშლილი ვეგებებით რუსეთის ეკონომიკურ ანექსიას საქართველოში
"თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა მოსკოვიდან ჩამოფრენილი პირველი თვითმფრინავი და ეს არის უმძიმესი ვითარება კოლეგებო. ძალიან ბევრი ადამიანი და მეც, პირადად განვიხილავ ამას, როგორც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას. ასეთი რამ, შეუქცევადი დაზიანება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური კუთხის, როდესაც ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსს. 24 თებერვლის შემდეგ პრაქტიკულად მთელი ცივილიზებული სამყარო წვეტს კავშირს რუსეთთან და ჩვენ ვეგებებით ხელგაშლილი რუსეთის ეკონომიკურ ანექსიას საქართველოში" - ხატია დეკანოიძე.