შემდეგი ნაბიჯი პუტინის თბილისში ჩამოსვლა იქნება - ტრისტან წითელაშვილი
სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშილი, რომელიც საქარველოში ცოტა ხნის წინ რუსული თვითმფრინავით ჩამოფრინდა, "პირველებთან" სკანდალურ განცხადებას აკეთებს. წითელაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლას რუსეთის პრეზიენტი გეგმავს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ექსპერტი ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეების ზარ-ზეიმით დახვედრა სწორია, რადგან ქართელი ხალხი სტუმართმოყვარეა.
სტუმართმოყვარეობა ჩვენ გვაქვს და გვექნება ბოლომდე. ქართული სიმღერითაც დავხვდებით... ალბათ ეს ერთ-ერთი სიხარულიდან გამომდინარე იყო. რა არის ცუდი ამაში, ერთი მითხარით? ვაჟა-ფაშვალეა არ წაგიკითხავთ? სტუმარ-მასპინძელი არ გისწავლიათ სკოლაში? რუსეთი რომ ოკუპანტია, მაგას მე თქვენი ტელევიზიის დირექტორზე არე ვიძახდი. თქვენმა ტელევიზიის ხელმძღვანელმა რუსეთში იშოვა ფულები. მე რუსეთის წინააღმეგ წლები იარაღით ვბრძოლობდი. კარგად დაგხვდვნენ. გინდათ შემდგომი ნაბიჯი რა იქნება გითხრათ? შემდგომი ნაბიჯი იქნება პუტინი ჩამოვა თბილისში სალაპარაკოდ. შევხვდი პუტინს და ველაპარაკე. ვესაუბრე პირადად. ძალიან მალე ჩამოვა, - ამბობს წითელაშვილი.