თუკი "ოცნებისთვის" რუსეთთან ურთიერთობის დათბობა ეროვნული საქმეა, რაღაზე ვლაპარაკობთ? - გიგაური
ირაკლი ღარიბაშვილის დღევანელმა განცხადებამ, რომელმაც, ფაქტობრივად, თქვა, რომ მშვიდობის სახელით რუსეთთან მოლაპარაკებებისთვისაც მზად არის, მესამე სექტორის კრიტიკა გამოიწვია.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის თქმით, ეროვნულის საქმე ჩვენი ქვეყნისთის მხოლოდ სასავლეთშია და თუკი "ოცნება" ასე არ ფიქრობს, სალაპარაკოც აღარაფერია.
თუკი რუსეთთან ურთიერთობის დათბობა ეროვნული საქმეა „ქართული ოცნებისთვის“, რაღაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? ეროვნული საქმე ჩვენი ქვეყნისთვის არის დასავლეთში, ევროკავშირში ინტეგრირება. ეს არის ყველაზე მთავარი, ეს გააუმოჯბესებს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას, ეს ააშენებს ჩვენს ქვეყანას და უზურნველყოფს იმას, რომ ჩვენს მომავალ თაობებს ექნება უკეთესი ცხოვრება, - ამბობს გაგაური.