ქვეყნის ევროპული კურსის საბოტაჟია - ნონა ქურდოვანიძე პრემიერის განცხადებაზე
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიზე პრემიერ-მინისტრს დღეს გაკეთებული სკანდდალური განცხადების გამო აკრიტიკებს და მას ქვეყნის ევროპული კურსის საბოტაჟში ადანაშაულებს. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ფაქტიბრივად თქვა, რომ მშვიდობის სახელით რუსეტთან მოლაპარაკებებისთვისაც მზადაა.
ეს არის პირდაპირი საბოტაჟი იმ კურსთან მიმართებით, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული. საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მუდმივად ამბობს, რომ ქვეყნის მომავალი ამთ წარმოუდგენიათ ევროკავშირში, ამ ტიპის გადაწყვეტილებები ამ პროცესს აფერხებს, - ამბობს ქურდოვანიძე.