ხმაური პარლამენტში - ერთმანეთს გიორგი ვაშაძე, მამუკა მდინარაძე და ისკო დასენი დაუპირისპირდნენ
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - დეპუტატებს მანდატურები აშველებდნენ.
სხდომათა დარბაზში დღეს ერთმანეთს მამუკა მდინარაძე, ისკო დასენი და გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდნენ. მამუკა მდინარაძის პროტესტი გიორგი ვაშაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე და დამნაშავეების გამოვლენაზე ისაუბრა.
მოგვიანებით გიორგი ვაშაძეს ისკო დასენმა უპასუხა.
ყველაფერს აბსოლუტურად დაადგენენ, ასე რომ, ვაშაძე, რომელიც იმ დღესაც, სხვათაშორის, მე რომ გამოვდიოდი ისევ გაიპარა, აგერ დღესაც ისევ არ არის. ეს არის უნამუსო კაცი, მაგან თვითონ აღიარა ბავშვობაში რას ეძახდნენ. ზუსტად ის კაცია, - თქვა ისკო დასენმა.
ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნაზე "ოცნებას" ახალი ბრალდებები აქვს. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ თაღლითური სქემის უკან ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია დგას.
ვფიქრობდი, ეს გახარიები რამ გადარია-მეთქი? ბატონო გახარია შს მინისტრი იყო მაგ ბუმის დროს და მერე პრემიერ-მინისტრი და შეიძლება რაღაც, არ ვიცი, გონივრული ეჭვი არსებობს, რომ ეს ჯიგარი, თითოოფშორი აგერ გვაყვს თურმე საქართველოში, პირდაპირ მიქირავებული აქვს და მერე თქვა, რომ მეო არ ვიცნობდიო. შენ რომელი გგონია უფრო კომპეტენტური, ბოტკოველი, მანჯგალაძე, შენ პირადად, დაუშლს მივმართავ, ხაბეს არ ვეხები, ხაბე დიდია და სხვა ლეველზეა გასული, მაინტერესებს, რომელი ხართ უფრო კომპეტენტური?, დავაცადოთ იმ ხალხს გამოძიება, - უთხრა დღეს ზარქუამ დაუშვილს.