"ოცნება" თაღლითური სქემით ნაშოვნი მილიონების დაცვას კეზერაშვილზე გადაფარებით ცდილობს - გახარიას გუნდი
პარლამენტმა საქართველოში მოქმედი ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო.
პარტია "საქართველოსთვის" წევრების სპეციალურ გამართულ ბრიფინგზე პირდაპირ აცხადებენ, რომ "ოცნება" თავად წარმოადგენს დაინტერესებულ ჯგუფს, რომ ეს საქმე სრულფასოვნად არ იქნეს გამოძიებული, რადგან მმართველი გუნდი თაღლითური სქემით ნაშოვნი ასობით მილიონი დოლარის დაცვას სიმართლეზე და კეზერაშვილზე გადაფარებით ცდილობს.
"თავად წარმოადგენენ, როგორც ჩანს ყველაზე მსხვილ დაინტერესებულ ჯგუფს, რომ ეს საქმე სრულფასოვნად არ იქნეს გამოძიებული. ჩვენ რაც ვნახეთ დღეს, ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ ხდება სავარაუდოდ მათივე პირადი ინტერესების, ამ თაღლითური სქემით ნაშოვნი ასობით მილიონი დოლარის დაცვა პოტენციური სიმართლის, რაც დევს ფაქტობრივად ამ ქოლ-ცენტრების უკან, სიმართლეზე გადაფარებით, კეზერაშვილზე გადაფარებით. ჩვენ ვნახეთ წინა ჯერზე ნაცმოძრაობის მოსამართლეებზე გადაფარებით. ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი და მას დაერქვა კონკრეტული სახელი" - ამბობს ბექა ლილუაშვილი.