დღეს 20:00 პარლამენტთან, ვაპროტესტებთ მიზეზს და არა შედეგს! - ნიკა მელია

19.05.23 16:12
დღეს 20:00  პარლამენტთან, ვაპროტესტებთ მიზეზს და არა შედეგს! - ნიკა მელია

ენმ-ს ყოფილი თავმჯომარე დღეს 20:00 საათზე მოქალაქეებს პარლამენტის წინ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნიკა მელიას სოციალურ ქსელში წერს.

ოპოზიციის წევრი განმარტავს, რომ ყველა პრობლემის მიზეზი პრორუსული ხელისუფლება და მისი მართვის სტილია. 

დღეს 20:00  პარლამენტთან, ვაპროტესტებთ მიზეზს და არა შედეგს!
რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს კი ღიად პრორუსული ხელისუფლება მართავს,  ზუსტად ესაა მიზეზი, რასაც შედეგად მოჰყვება ყველაფერი რუსული: კანონი, თვითმფრინავი, სახელმწიფოს მართვის სტილი....
რუსულ კანონს ევროპაში არ იღებენ, რუსული თვითმფრინავები ევროპაში არ დაფრინავენ, ოლიგარქები ევროპაში ქვეყნებს არ მართავენ!
საქართველოს ისტორიული არჩევანი ევროპაა, საქართველოს მომავალი ევროპაა!, - წერს მელია.