ოთხოზორიას მკვლელობიდს დღეს, მისი მკვლელების ჩამოყვანის ნაცვლად, მოსკოვიდან პირდაპირი რეისი შერსულდა - გახარია
ოთხოზორიას მკვლელობიდს დღეს, მისი მკვლელების ჩამოყვანის ნაცვლად, მოსკოვიდან პირდაპირი რეისი შერსულდა - ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთი-თბილისი პირველი რეისის ჩამოფრენას ეხმაურება.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი წერს, რომ ვერავინ გაექცევა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაზე პასუხისმგებლობას.
დღეს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის თავზე, მისი მკვლელების ჩამოყვანისა და პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, მოსკოვიდან თბილისში შესრულდა პირდაპირი რეისი, რომელსაც ოცნება სიამაყით ხვდება და ამას საკუთარ წარმატებადაც ასაღებს.
ვინმეს თუ ჰგონია, რომ ხალხის მიერ არჩეული ქვეყნის განვითარების ვექტორის შეცვლას ეცდება და პასუხისმგებლობას დაემალება, ცდება. პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული და ეს ეხება ყველას და უპირველეს ყოვლისა დამალულ ივანიშვილს, რომელიც თავისი მარიონეტებით ამ პროცესს მართავს.
ქართველი ხალხი აუცილებლად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, მშვიდობას და ევროპულ მომავალს". - წერს გახარია.