ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, აეროპორტთან აქციის დროს დაკავებულებს შორის ნატა ფერაძეც არის

19.05.23 16:25
ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, აეროპორტთან აქციის დროს დაკავებულებს შორის ნატა ფერაძეც არის

პარტია "დროას" ლიდერის,  ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, აეროპორტთან აქციის დროს დაკავებულებს შორის სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძეც არის.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულებიდან ერთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაათავისუფლეს, ხოლო 5 სავარაუდოდ, დროებითი დაკავების იზოლატორშია. 

შსს-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია, რამდენი პირია დაკავებული.