ახლა მთელი მსოფლიო ელოდება ქართველი ხალხის პასუხს "ოცნების" ღალატის ანატომიაზე! ყველანი რუსთაველზე - ვაშაძე

19.05.23 16:39
ახლა მთელი მსოფლიო ელოდება ქართველი ხალხის პასუხს "ოცნების" ღალატის ანატომიაზე! ყველანი რუსთაველზე - ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ხალხს რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

ვაშაძე ამბობს, რომა ხლა მთელი მსოფლიო ელოდება ქართველი ხალხის პასუხს იმ "ღალატის ანატომიაზე", რომელიც დღეს თბილისში რუსეთიდან პირველი ფრენით განხორციელდა.

„ქართული ოცნება“ გადავიდა საქართველოს პირდაპირი რუსიფიკაციის გზაზე. მათ საგარეო ვექტორი ღიად და დაუფარავად შეიცვალეს და ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტია რუსეთი და არა ევროკავშირი.

 მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა მოპყრობილია თბილისზე, მთელი მსოფლიო ელოდება ახლა ქართველი ხალხის პასუხს ამ მავნებლობაზე, ღალატის ანატომიაზე, რომელსაც სჩადის ახლა „ქართული ოცნება“. ამიტომ ყველანი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე, დღეს ხვალ და მუდმივად, სანამ როგორც რუსული კანონი არ გავატანინეთ პარლამენტიდან, ასევე არ შეწყდება ფრენები რუსეთის ფედერაციასთან"- ამბობს ვაშაძე.