ჩემთვის ემოციურად ეს დღე ზუსტად იგივეა, რაც გავრილოვის დღე - დეკანოიძე
რუსეთი-თბილისის პირველის რეისის ჩამოფრენას ხატია დეკანოძე გავრილოვის დღეს ადარებს და ამბობს, რომ ეს ემოციურად ძალიან მძიმეა.
დეკანოძის თქმით, სიმბოლურად დაემთხვა 19 მაისი, შს მინისტრის ინტერპელაცია პარლამენტში და რუსული თვითმფრინავის დაჯდომა თბილისის აეროპორტში ერთმენთს, ამიტომაც, პოლიტიკოსი ამბობს, რომ ახლა ნამდვიოლად დროა რომ ხელისუფლებას ჩვენი ხმა გავაგონოთ.
"ჩემთვის ემოციურად ეს დღე არის, ზუსტად იგივე, რაც გავრილოვის დღე იყო. სიმბოლურად დაემთხვა ეს 19 მაისი, ზუსტად შსს მინისტრის ინტერპელაცია ფრენას, რუსული თვითმფრინავის დაჯდომას თბილისის აეროპორტში და მე ვფიქრობ, ყველამ უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, კარგად გავაგებინოთ მათ ადამიანების ხმა და ჩვენი ხმა, რომ ამ ქვეყანაში რუსეთს უბრალოდ მომავალი არ აქვს ამიტომ, რა თქმა უნდა აუცილებელია ადამიანების მოსვლა, ადამიანების შეკრება და ყველაზე მნიშვნელოვანია, აუცილებელია, ჩვენი ხმის მათთვის ძალიან მყარად, აშკარად და ხმაურიანად წარმოჩენა" - ამბობს ხატია დეკანოიძე.