რუსული კანონი იქნება შემოტანილი თუ რუსული თვითმფრინავით ჩამოვა, მნიშვნელობა არა აქვს - კორძაია
წუთი-წუთზე პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან.
ტამარ კორძაიას თქმით, საკანონმდებლო ორგანოში მივა ის ადამიანი, რომელმაც ძალას გადაამეტა იმ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებდნენ, დღეს კი, მისი თქმით, რეალობა არ შეცვლილა, რადგან საქართველოში რუსული თვითმფრინავი დაჯდა და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რუსული კანონი იქნება შემოტანილი საქართველოში თუ რუსული თვითმფრინავით ჩამოვა
"დღეს პარლამენტში მოვა ადამიანი, რომელმაც გადაამეტა ძალას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, იმ აქციაზე, რომლითაც რუსულ კანონს აპროტესტებდნენ და დღეს ისევ იგივე რეალობის წინაშე ვართ. კანონი იქნება რუსული შემოტანილი თუ რუსული თვითმფრინავით ჩამოვა რუსული ინტერესები, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რუსულ ინტერესებს წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ" - ამბობს თამარ კორძაია.