"ოცნება" წავა, ჩვენ ვრჩებით რუსეთის გევდრით, ეს დაუშვებელია, ამიტომ რეაგირება უნდა იყოს მყისიერი - დოლიძე

19.05.23 17:12
"ოცნება" წავა, ჩვენ ვრჩებით რუსეთის გევდრით, ეს დაუშვებელია, ამიტომ რეაგირება უნდა იყოს მყისიერი - დოლიძე

ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე საზოგადოებას დღეს 8 საათზე  ფრენების აღდგენის  გასაპროტესტებლად რუსთაველზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.

დოლიძე ამბობს, რომ საზოგადოებას ამაზე მყისიერი რეაქცია უნდა ჰქონდეს, რადგან, ხვალ-ზეგ როდესაც "ოცნება" ხელისუფლებიდან წავა, ჩვენი ქვეყანა დარჩება რუსეთთან და ეს დაუშვებელია. 

მაშინ, როდესაც ოცნება რუსულ კანონს იღებდა და ჩვენმა საზოგადოებამ უკან დაახევინა, არავის ეგონა რომ ეს იყო ერთეჯერადი მცდელობა საქართველოში რუსული პოლიტიკის დასადგურების.

ბევრი მცდელობა ექნებათა მათ ასეთი ტიპის და საზოაგდოება მკაფიოდ უნდა რეაგირებდეს ამ ყველაფერზე. სწორედ ამიტომ, დღეს 8 საათზე ჩვენ შევიკრიბებით რუსთაველზე. ყველა ასეთ პროვიკაციაზე ჩვენ ძალიან სწორი რეაგირება უნდა მოვახდინოთ.

გვინდა, რომ ჩვენ და ჩვენმა შვილებმა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ და არა ისეთში, რომელსაც ახლა რუსეთი გვტენის.  ეს რეპუტაციულად ძალიან გვაზიანებს. დღეს-ხვალ "ოცნება" წავა, ჩვენ სად ვრჩებით? ჩვენ ვრჩებით რუსეთის გევრდზე. ეს დაუშვებელია. და ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთ პროვოკაციას ექნება ადგილი, ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მყისიერი რეაქცია". - ამბობს ბაჩო დოლიძე.