კანცელარიის ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს (ფოტოები)

19.05.23 17:20
კანცელარიის ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს (ფოტოები)

"პირველებისთვის" ასევე ცნობილი ხდება, რომ კანცელარიის ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს.

დაანონსებული აქციის პარალელურად, სახანძრო, წყლის ჭავლის მანქანებით და სპეცრაზმელებით სავსე ავტობუსები პრემიერის რეზიდენციაში შევიდნენ.

როგორც ჩანს, გომელაურის უწყებას განსაკუთრებული ზომები აქვსმიღებული.

დღეს საღამოს, 8 საათზე, საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააგონებენ ხმას საქართველოს ხელისუფლებას და ეტყვიან რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა.