"ოცნება" გადაეფარა უჩა მამაცაშვილს, ფარცხალაძეს, კალაძეს, ლილუაშვილს - სამადაშვილი საგამოძიებო კომისიის ჩაგდებაზე
"ოცნება" გადაეფარა უჩა მამაცაშვილს, ოთარ ფარცხალაძეს, კახი კალაძეს, ლილუაშვილს - ასე ეხმაურება "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი პარლამენტში ქოლ-ცენტრებზე საგამოძებო კომისიის შექმნის ინიციატივის ჩაგდებას.
სამადაშვილის თქმით, კობახიძეს ფარცხალძემ და უჩა მამაცაშვილმა უთხრეს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა სახიფათო იქნებოდა მათთვის და სწორედ ამიტომ ჩააგდო მმართველმა გუნდმა ეს ინიციატივა.
"ქართული ოცნება" გადაეფარა უჩა მამაცაშვილს, ოთარ ფარცხალაძეს, კახი კალაძეს, ლილუაშვილს - იმ ხალხს, ვისზეც ქოლ-ცენტრების ყოფილმა თანამშრომლებმა მისცეს ჩვენება ანონიმური ჟურნალისტური საქმიანობის დროს. სწორედ ეს ხალხია, ვინც მფარველობს ქოლ-ცენტრებს. კობახიძე, ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ ხალხს წარმოადგენს აქ. ის არის ფარცხალძის, უჩა მამაცაშვილის მონა. მათ დავალებებს ასრულებს და როგორც ჩანს, მათ უთხრეს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა არის სახიფათო მათთვის. ამიტომ არ შეიქმნა საგამოძებო კომისია". - აცხადებს სამადაშვილი.
პარლამენტმა საქართველოში მოქმედი ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო.