რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების განახლება ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს - ლიეტუვის საგარეო
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღგენას ლიეტუვი საგარე საქმეთა სამინისტრო სპეციალური განცხადებით ეხმიანება. დიპლომატიური უწყება პირდაპირ წერს, რომ ფაქტით იმედგაცრუებულია და საქართელოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს შეურთდეს.
იმედგაცრუებით აღვნიშნავთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის, ფრენების განახლება ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და მის მიერ არჩეულ ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს, შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ასევე საავიაციო სექტორში, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.