არა რუსულ ფრენებს! - აქცია პარლამენტთან
გიგა ოთხოზორიას წამებისა და მკვლელობის 7 წლისთავზე საქართველოში პირველი რუსული თვითმფრინავი დაჯდა. რუსეთიდან პირველი თვითმფრინავის ჩამოფრენას თბილისში პროტესტი მოჰყვა. "ქართულ ოცნება" ღალატში საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებმა ამხილეს.
რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში საპროტესტო აქცია იწყება, "რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ დაფრინავს!" - ამ მოწოდებით გამოვიდნენ დღეს ქუჩაში მოქალაქეები.
რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, დღეს ყველა, კიდევ ერთხელ "ქართული ოცნების" რუსული მეთოდების წინააღდმეგ კიდევ ერთხელ გაერთიანდა. ადამიანები, ვინც ახლა თბილისის ცენტრალურ გამზირზე დგანან, ამბობენ, რომ ოცნების ხელისუფლებამ მათაც უღალატა და ქვეყნის ინტერესებსაც.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.