ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, გამოვიყენეთ პროპორციული ძალა - გომელაური მარტის აქციების დარბევაზე
შს მინისტრი ისევ ამტკიცებს, რომ მარტია აქციებს პროტესტის მონაწილეების მხრიდან ძალადობრივი ხასიათი ჰქონდა და მისი შეყვეტის აუცილებლობა დადგა. ამის შესახებ ვახტანგ გომეალურმა პარლამენტში ცოტა ხნის წინ ისაუბრა, სააც ის ინტერპელაციის წესით ოპოზიციამ დაიბარა.
შს მინისტრი დღეა ამტკიცებდა, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ პროპორციული ძალა გამოიყენა იმ დროს, როდესაც ისინი პოლიციელების მიმართულებით ბლაგვ საგნებს და მოლოტოვის კოქტეულებს ისროდნენ.
დაახლოებით, ეს იყო 1 ის 10 წუთი, 9 აპრილის ქუჩაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესასვლელთან აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციის წინააღმდეგ გახორციელდა დევნა და ფიზიკური ძალის გამოყენება. სამართლდარღვევის შესაბამისად, ადგილზე მოხდა აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავება.
მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს თავისუფალი გადაადგილებისა და მანიფესტაციის მშვიდობიან ფორმაში გაგრძელების საშუალება მიეცათ, დაახლოებით 1-ის ნახევარზე დაიწყო პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან რუსთაველიზ გამზირის მხრიდან არსებული რკინის დამცავი ჯებირების მიზანმიმართული დაზიანება და აქციის მონაწილეები ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეღწევას. ისნი შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტის ეზოში მყოფ პოლიციელებს, ესროდნენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის, მოლოტოვის კოქტეილებს, შესაბამისად, პოლიციელებმა მოახდინეს წყლის ჭავლით აქციის მონაწილეთა მოგერიება.
სიტუაციის ანალიზით ცალსახად ჩანდა, რომ აქცია სრულად გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რითაც რეალური საფრთხე ემუქრებოდა როგორც სახელმწიფო ინსტიტუციას, ასევე პოლიცილეთა და იქ მყოფთა ჯანმრთელობას და ასევე სიცოცხლეს. შესაბამისად, აუცილებელი გახდა აქციის შეწყვეტა და პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება, - განაცხადა გომელაურმა.