გაუბედეთ ქართულ პოლიციას და რუსული ინტერესების დასაცავად გამოიყვანეთ - სამადაშვილი გომელაურს

19.05.23 19:24
გაუბედეთ ქართულ პოლიციას და რუსული ინტერესების დასაცავად გამოიყვანეთ - სამადაშვილი გომელაურს

პოლიციელები, პირველ რიგშ, თქვენი მსხვერპლნი არიან, - ასე უპასუხა  სალომე სამადაშვილმა შს მინისტრის გამოსვლას, რომელიც ამტკიცებდა, რომ მარტის აქციებზე აქციის მონაწილეები სამართლდამცველებზე ძალადობდნენ. "ლელოს" წევრმა ვახტანგ გომელაურს უთხრა, რომ "ოცნების" ხელისუფლებას პოლიცია რუსული ინტერესების დასაცავად გამოჰყავს. 

მე მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები, ფორმიანი ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის პატრიოტიები არიან, დარწმუნებული ვარ, არიან სწორედ პირველ რიგში, თქვენი მსხვერპლი. იმიტომ, რომ თქვენ გაუბედეთ, თქვენმა ხელისუფლებამ და ქართულ პოლიციას აიძულებთ, რომ მოიქცეს ვლადიმერ პუტინის პრეტორული კოხორტის წევრები, რუსული ინტერესების დასაცავად, რუსული 76 მონის დასაცავად, - თქვა სამადაშვილმა.