მნიშვნელოვანია ვებრძოლოთ სენს და არა სიმპტომებს - ნიკა მელია

19.05.23 20:14
მნიშვნელოვანია ვებრძოლოთ სენს და არა სიმპტომებს - ნიკა მელია

სანამ მიზეზს არ აღმოვფხვრავთ რუსული ხელისუფლება მუდმივა სიურპრიზებს შემოგვთავაზებს, - ამის შესახებ ნიკა მელიამ პარლამენტის წინ აქციაზე განაცხადა. ენმ-ს ყოფილი თავმდჯომარე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ბრძლა სენთან და არა სიმპტომებთან

მანამ, სანამ ჩვენ არა მხოლოდ შედეგს შევერკინებით, არამედ მიზეზს არ აღმოვფხვრავთ, რუსული ყაიდის ხელისუფლება მუდმივად სხვა და სხვა სიურპრიზს შემოგვთავაზებს. რუსეთი არის ოკუპანტი სახელმწიფო, საქართველოს, სამწუხაროდ, ჰყავს ღიად პრორუსული ხელისუფლება და აქედან გამომდინარეობს შედეგი. შედეგი, რომელიც გულისხმობს რუსული მმართველობის სტილს, შედეგი, რომელიც გულისხმობს რუსულ თვითმფრინავს, რუსულ კანონს და ა.შ. მნიშვნელოვანი არა მხოლოდ სიმპტომს ვებრძოლობთ, არამედ სენს. ერთ კვირაში კიდევ უფრო მძიმე ნაბიჯს გადადგამენ, - თქვა მელიამ. 

პარლამენტის წინ ამ წუთებში ანტირუსული აქცია იმართება. მოქალაქეები მოსკოვიდან გახორციელებულ პირველ ავიარესიის აპროტესტებენ.